ელიზაბეთ რუდი: საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მოდერნიზაციის ამბიციური გეგმა აქვს

ელიზაბეთ რუდი: საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მოდერნიზაციის ამბიციური გეგმა აქვს

ელიზაბეთ რუდი
ელიზაბეთ რუდი
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია საქართველოს პროგრესისა და ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასაუბროდ კარგი შესაძლებლობაა. 
ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მოდერნიზაციის ამბიციური გეგმა აქვს და აშშ-სა და მოკავშირეების მხრიდან ქვეყნის მხარდაჭერა გრძელდება. 
„ნატო-საქართველოს პაკეტი, თავდაცვისთვის მზაობის პროგრამაში აშშ-საქართველოს თანამშრომლობა, მიმდინარე წვრთნები, რომლითაც საქართველო უფრო ძლიერი პარტნიორი ხდება და წვლილი შეაქვს ნატოში. ეს ის თემებია, რომლებსაც განვიხილავთ [კონფერენციაზე], ისევე როგორც საქართველოს წვლილს შავი ზღვის უსაფრთხოებაში“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ წელს მეცამეტედ იმართება. ღონისძიებას დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

Comments