„ახალ სკოლაში“ სავარაუდოდ გაზის საქვაბე აფეთქდა

ფოტო: İmedi
წყნეთის გზატკეცილზე მდებარე „ახალ სკოლაში“ ხანძარი იყო. ტერიტორიაზე სავარაუდოდ გათბობის საქვაბე აფეთქდა.
ინციდენტის დროს სკოლაში მასწავლებლები და მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მომხდარის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად არის შეჩერებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სკოლის დამხმარე ნაგებობაში გაჩნდა, სადაც საქვაბე იყო განთავსებული. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
Comments
Post a Comment