ზურაბიშვილი: ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია საზოგადოებას, ასეთი იყო თავდასხმა ეკლესიაზე

სალომე ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
სტაბილურობის გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა: ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-13 კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება სხვა საკითზებზეც გაამახვილა. მისი თქმით, როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, უსაფრთხოების გამოწვევები იზრდება.
„საქართველო არც ისე შორს არის, რეგიონის, ეგრეთ წოდებული, კრიზისული თაღისგან, სადაც ომი, ტერორიზმი, შიდა პოლიტიკური არეულობა ან მიგრაცია საფრთხეს უქმნის მშვიდობას, უსაფრთხოებასა და განვითარებას. საქართველომ შეძლო სტაბილურობის კუნძულის შენარჩუნება და მოახერხა მისი ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების არასასურველი ეფექტებისგან დაცვა. მაგრამ ეს ძალისხმევა შესანარჩუნებელი და გასაორმაგებელია მოახლოვებული ტერორიზმის პრევენციისთვის. ეს ნიშნავს პარტნიორებთან ინფორმაციის აქტიურ გაცვლას, მეტ გამჭვირვალობას და საზღვრების და მათზე გადაადგილების მეტ კონტროლს.
საფრთხეები სხვადასხვა ფორმას იღებს, და როგორც ბევრ ქვეყანაში, ჩვეთანაც კიბერ უსაფრთხოება გახდა მნიშვნელოვანი გამოწვევა. გასულ კვირას საქართველოში 13,000 დომეინზე განხორციელდა კიბერ შეტევა; მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც მოხვდა მსხვრეპლთა რიცხვში. საქართველო ახალი რესურსების მობილიზაციას აკეთებს და მზად არის უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ საფრთხეებს და მოვემზადოთ სისტემების უკეთესი დაცვისთვის"- განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა.

„ახალი და მრავალმხრივი საფრთხეების გარდა, საქართველოს მთავარი და ყოველდღიური უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არ ქონა. ეს ოკუპაცია ნიშნავს რუსეთთან მუდმივ დაძაბულობას, დაუსრულებელ ინციდენტებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაში; საქართველო მუდმივად ცდილობს მათ თავიდან აცილებას, ვინაიდან, ცალმხრივად აქვს უარი ძალის გამოყენებაზე. მაგრამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის არსებულ ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას"- აღნიშნა პრეზიდენტმა.
კონფერენციაზე, რომელიც 2 დღეს გაგრძელდება, განიხილავენ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესსა და გაწევრიანების პერსპექტივებს, ჰიბრიდულ საფრთხეებს და საქართველოს სტრატეგიულ მზადყოფნას.
ღონისძიებაში მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

Comments
Post a Comment