საპატრიარქოს წარმომადგენელი: მარტვილის მოსახლეობის თქმით მეუფე პეტრემ მათ მიწის ნაკვეთები წაართვა

საპატრიარქოს წარმომადგენელი: მარტვილის მოსახლეობის თქმით მეუფე პეტრემ მათ მიწის ნაკვეთები წაართვა

მეუფე პეტრე
მეუფე პეტრე
საპატრიარქოს ქონების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, მარტვილში მცხოვრები პირები საპატრიარქოში რეკავენ და იმ მიწის ნაკვეთების დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც მეუფე პეტრემ წაართვა. 
"ვარკვევთ დეტალებს, ვინტერესდებით თუ რა ტიპის დოკუმენტები აქვთ ამ ადამიანებს, რომელებიც ამტკიცებენ იმას, რომ ეს მიწები მათ ეკუთვნოდათ", - განაცხადა ლევან მერაბიშვილმა.
31 ოქტომბერს სინოდის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მეუფე პეტრე ცაავა წალკელმა ეპისკოპოსმა მეუფე გრიგოლმა შეცვალა, ხოლო მეუფე იაკობს, რომელიც ამბობდა, რომ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ, მღვდელმთავრობა შეუნარჩუნდა

Comments