სუსმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოების განახლების გამო ცხელი ხაზი აამოქმედა

საოკუპაციო ხაზი
ფოტო: Facebook/დავით ქაცარავა
მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საოკუპაციო ძალებმა საინჟინრო სამუშაოები განაახლეს. მისი თქმით, ოკუპანტები აქტიურად მუშაობენ და, სავარაუდოდ, ორჭოსანიდან ხურვალეთის გავლით გდულეთი-ბერშუეთის მიმართულებით აწარმოებენ საინჟინრო სამუშაოებს.
„ხელისუფლება კი ისევ ჩუმად არის. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები გააქტიურდებიან საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთებზე, ხელისუფლება კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსებმა შეუფერხებლად იმუშაონ და ჩვენი მიწა-წყლის არაერთი კილომეტრი შეღობონ“, - წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.
ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უკანონო სამუშაოები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. „ამ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - აცხადებენ სუსში.
Top Casino in Phoenix, AZ 2021 - MapYRO
ReplyDeleteWhere to stay 양산 출장안마 closest to Phoenix Casino? · Hotel. 광주 출장샵 15 서산 출장안마 min walk · Casino. 제주 출장안마 0 안산 출장마사지 min walk · Casino. 9 min walk · Casino. 9 min drive · Casino. 9