საქართველოში 2015-2018 წლებში ყველაზე მეტი ბიზნესკომპანია ირანის მოქალაქეებმა დააფუძნეს

საქართველოში 2015-2018 წლებში ყველაზე მეტი ბიზნესკომპანია ირანის მოქალაქეებმა დააფუძნეს

საქართველო ირანი
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების ნახევარზე მეტი ირანის, თურქეთისა და რუსეთის მოქალაქეების მიერაა დაფუძნებული. სტატისტიკა მიგრაციის სამთავრობო კომისიამ 2019 წლის მიგრაციის პროფილში გამოაქვეყნა.
მიგრაციის სამთავრობო კომისია საჯარო რეესტრის მონაცემებს ეყრდნობა.  
2015-2018 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ რეგისტრირებული სამეწარმეო სუბიექტების დამფუძნებელთა პროცენტული განაწილება მოქალაქეობის მიხედვით:
1. ირანი 31% ;
2. თურქეთი 14%;
3. რუსეთი 7% ;
4. ინდოეთი 6%;
5. უკრაინა 5%;
6. აზერბაიჯანი 5% ;
7. სხვა 32%

Comments