პერის ჰილტონი უკრაინაში კურორტს ყიდულობს

პერის ჰილტონი
ფოტო:shutterstock.com
ამერიკელი მსახიობი პერის ჰილტონი უკრაინაში, კარპატებში დასასვენებელი კომპლექსის ყიდვას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, ჰილტონი უკრაინაში მსოფლიო მასშტაბის სილამაზის კონკურსის ჩატარებას აპირებს. მისი გუნდი უკვე რამდენიმე კვირაა ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
უკრაინული მედიის ცნობით, კარპატების შესახებ ჰილტონმა გასული წლის გაზაფხულზე შეიტყო, როდესაც ლვოვში სასტუმროს გახსნას ესწრებოდა. იდეაც უკრაინის გასართობ ინდუსტრიაში ინვესტირების შესახებ მაშინ გაუჩნდა.
Comments
Post a Comment