ავსტრიამ რუსი სამხედროს დაპატიმრების ბრძანება გასცა

ავსტრიამ რუსი სამხედროს დაპატიმრების ბრძანება გასცა

ავსტრიამ რუსი სამხედრო მოსამსახურის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ბრალდების მიხედვით, მან გადაიბირა ავსტრიელი პოლკოვნიკი, რომელიც 30 წლის განმავლობაში მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. ამის შესახებ BBC წერს.
ზალცბურგში პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი 65 წლის იგორ ზაიცევს ეძებენ. შარშან ავსტრიაში შეიარაღებული ძალების ყოფილი პოლკოვნიკი დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ავსტრიელი პოლკოვნიკი ინფორმაციას სწორედ რუს იგორ ზაიცევს აწვდიდა.
ყოფილი პოლკოვნიკი, რომელიც ამჟამად 70 წლისაა, აგროვებდა ინფორმაციას ავსტრიის სამხედრო-საჰაერო ძალების, საარტილერიო სისტემებისა და მიგრაციული კრიზისის შესახებ. ასევე მოსკოვს ავსტრიელი სამხედრო მაღალჩინოსნების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გადასცემდა.
ამ ინციდენტის შემდეგ რუსეთსა და ავსტრიას შორის ურთიერთობა დაიძაბა

Comments