1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.93 ლარი გახდა

ფოტო: shutterstock.com
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 19 ივლისს 1 დოლარი 2.9321 ლარი ეღირება, ხოლო 1 ევრო 3.2637 ლარი იქნება.
დღეს, 18 ივლისს 1 დოლარი 2.9171 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო 33.2496 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.015 ლარი, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0141 ლარი შეადგინა.
მიღებული კურსი ხვალიდან, 27 ივლისიდან შევა ძალაში.
10 ივლისს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება რუსეთის ფაქტორს და ტურიზმის სექტორში შექმნილ ვითარებას დაუკავშირა.
ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 25 ივნისიდან დაიწყო, როცა ლარი დოლართან და ევროსთან 4 თეთრით გაუფასურდა.
რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.
როგორ აისახება პუტინის ბრძანება ქართულ ეკონომიკაზე? - ვრცლად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
Comments
Post a Comment