ნოტრ-დამი ბრეზენტით გადახურეს

ნოტრ-დამი ბრეზენტით გადახურეს

ნოტრ-დამი
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ბრეზენტით გადახურეს. მიზეზი ამინდის მოსალოდნელი გაუარესებაა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.
ამის მიზეზი ის გახდა, რომ მეტეოროლოგები მომდევნო დღეებში საფრანგეთის დედაქალაქში გადაუღებელ წვიმებს პროგნოზირებენ. 
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი 15 აპრილს გაუჩნდახანძრის შედეგად ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი კოშკურა განადგურდა. ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს - ფარდულს და ორ მთავარ კოშკს. 
ნოტრ-დამის აღსადგენად, ბოლო მონაცემებით, $1 მილიარდ აშშ დოლარამდე თანხა შეგროვდა.

Comments