ჟან-კლოდ იუნკერმა ევროკავშირის სამიტზე თანამშრომელს თმები აუჩეჩა. ვიდეო
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი მსოფლიო მედიის გაკვირვებას განაგრძობს. ამის შესახებ Sun-ი წერს.
ბრიუსელში ევროკავშირის შტაბბინაში შესვლამდე ის მოულოდნელად თავის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალს მიუახლოვდა და თმები აუჩეჩა. შემდეგ იუნკერი სხვა კოლეგისკენ გაემართა, რომელიც მეგობრულად გადაკოცნა.
თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა. პრესკონფერენციის დაწყებამდე ლუქსემბურგელმა პოლიტიკოსმა დოკუმენტების შეკვრა ტრიბუნაზე მოათავსა, შემდეგ მათი ნაწილი გვერდზე გადადო, დანარჩენი კი იატაკზე დაყარა.
Comments
Post a Comment