ოდრი ჰეპბერნი ბოლო ასწლეულის მოდის მთავარ სტილისტად დაასახელეს

ოდრი ჰეპბერნი
ფოტო: shutterstock.com
ბრიტანელი მსახიობი და ფოტომოდელი ოდრი ჰეპბერნი ბოლო ასწლეულის მოდის მთავარ სტილისტად დაასახელეს. ამის შესახებ The Telegraph-მა დაწერა.
გამოკითხვაში დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, იტალიიდან, ავსტრალიიდან და იაპონიიდან 6 000 ქალი მონაწილეობდა. ჰეპბერნი მოდის სტილის განმსაზღვრელად აშშ-ის გარდა ყველა დანარჩენი ქვეყნიდან გამოკითხულმა ქალებმა აღიარეს. გამოკითხული ამერიკელი ქალები კი მიიჩნევენ, რომ ბოლო ასწლეულის მოდის ძირითადი მიმართულებები პრეზიდენტ ჯონ კენედის მეუღლემ ჟაკლინ კენედიმ განსაზღვრა.
მეორე ადგილზე ინგლისელმა და ავსტრალიელმა ქალებმა პრინცესა დიანა დაასახელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროდიუსერო კომპანია Wildside ბრიტანელ მსახიობ ოდრი ჰეპბერნზე სერიალს გადაიღებს.
ოდრი ჰეპბერნი 1993 წელს გარდაიცვალა.
Comments
Post a Comment