შვედეთი პრემიერმინისტრის გარეშე დარჩა

შვედეთი პრემიერმინისტრის გარეშე დარჩა

შვედეთს ახალი საყოველთაო არჩევნები ემუქრება: პარლამენტმა პრემიერმინისტრის პოსტზე სოციალ-დემოკატების ლიდერის სტეფან ლიოვენის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ Euronews-ი წერს
მის წინააღმდეგ ხმა 200-მდე დეპუტატმა მისცა, 116-მა მხარი დაუჭირა, 28-მ კი თავი შეიკავა. 
პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის დანიშვნა უკვე მესამედ ვერ შეძლო. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერს შეუძლია დეპუტატებს პრემიერობის კანდიდატი მხოლოდ 4-ჯერ შესთავაზოს. 
თუ პარლამენტი მთავრობის მეთაურის არჩევას მეოთხედაც ვერ მოახერხებს, ქვეყაბაში ახალი არჩევნები დაინიშნება.

Comments