ენგურჰესმა მუშაობა განაახლა

ენგურჰესმა მუშაობა განაახლა

ჰიდროელექტროსადგურმა ენგურჰესმა ერთკვირიანი შეფერხების შემდეგ მუშაობა განაახლა. დღეისთვის უკვე სამი აგრეგატია ჩართული. მათგან ორი წუხელ ღამით, ერთი კი დღეს ამოქმედდა. საღამოს მეოთხე აგრეგატიც ამუშავდება. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს.
რაც შეეხება მეხუთე აგრეგატს, რამდენიმე კვირაში ისიც ამუშავდება.
ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.
24 მაისს ელექტროენერგია 20:11 საათზე შეიზღუდა. ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 

Comments