გახარია ე.წ ფაშისტურ ჯგუფებზე: სამინისტრო მოქმედებს უკანდახევის გარეშე

გახარია ე.წ ფაშისტურ ჯგუფებზე: სამინისტრო მოქმედებს უკანდახევის გარეშე

ე.წ ფაშისტური დაჯგუფება
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეკითხვას უპასუხა, რომელსაც აინტერესებდა სამინისტროს ხედვა ბოლო პერიოდში გააქტიურებულე.წ ფაშისტურ ჯგუფებთანდაკავშირებით.
გახარიას თქმით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ სამინისტრო მოქმედებს უკანდახევისგარეშე.
„თუ მომავლისთვის დაგვჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, მოგმართავთ თქვენ, რათა აგრესიული და ფაშისტური ინდენტობის ჯგუფებთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტური.
სამინისტრო მოქმედებს უკანდახევისგარეშე. მოგეხსენებათ რამდენიმე პირი უკვე დაკავებულია. გამოძიება დაწყებულია იმ კონკრეტულ ფაქტებზე რომელიც მოხდა 13 მაისს“, - განაცხადა გახარიამ.
17 მაისს, ფაშისტური ორგანიზაციის "საქართველოს ეროვნული ერთობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მსვლელობა გამართეს. მოგვიანებით, მოძრაობის ორი წევრი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
შს მინისტრს გიორგი გახარიას ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში უსმენენ.

Comments