რუსთაველის გამზირზე გიორგი გაბედავა დააკავეს

გიორგი გაბედავა
რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავა დააკავეს.
ის სამართალდამცველებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გამო დააკავეს. ამ ამბავს კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სიტუაცია ამ წუთებშიც დაძაბულია.
განახლებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელებმა კონტრაქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე დააკავეს, დარჩენილი მხარდამჭერები კი ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ალექსანდროვის ბაღისკენ გადაიყვანეს.

თბილისში, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ორგანიზებით, მასშტაბური აქცია იმართება, რომელიც კლუბებში „ბასიანსა" და „გალერიში" ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.დღეს აქციის მეორე დღეა.
თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ორგანიზებულ შეკრებას კი დღეს ორი სხვადასხვა მოძრაობა კონტრაქციით აპროტესტებს. ერთ-ერთის ორგანიზატორი სწორედ გიორგი გაბედავაა.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.
Comments
Post a Comment