ტეხასის სკოლაზე თავდასხმისას 8 ადამიანი დაიღუპა

ტეხასის სკოლაზე თავდასხმისას 8 ადამიანი დაიღუპა

ინციდენტის ადგილი
აშშ-ში მედია იუწყება, რომ ტეხასის შტატში, ქალაქ სანტა-ფეს სკოლაზე შეიარაღებული თავდასხმისას 8 ადამიანი გარდაიცვალა. სროლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ეხმაურება და აცხადებს, რომ სამართალდამცველები სიტუაციას აკონტროლებენ.
ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, რომელიც სკოლის ადმინისტრაციას ეყრდნობა, თავდამსხმელი დაკავებულია. ის იმ სკოლის მოსწავლეა.
თავდასხმის მოტივი არ კონკრეტდება.

Comments