„აგარის შაქრის“ თანამშრომლებმა აქცია შეწყვიტეს

აგარელების აქცია
ფოტო: თეონა მჭედლიძე
აქციის მონაწილეებმა დაშლის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ ბიზნესომბუდსმენი ორაკლი ლექვინაძე გაესაუბრა. ლექვინაძის თქმით, დღეს საწარმოს მფლობელთან შეხვედრა შედგა და კონსულტაციები მომავალი კვირიდან კვლავ განახლდება.
"ამ ეტაპზე კომპანიის მხრიდანაც იქნა დასმული რიგი საკითხები, თუ რა სჭირდება იმისთვის, რომ გააგრძელოს მუშაობა. სამინისტრომაც გარკვეული საკითხები გაიზიარა. "- განაცხადა ლექვინაძემ
მისი განცხადებით, იმსჯელეს სესხების საკითხზეც, რაც აგარელებისთვის პრობლემას წარმოადგეს და მიაღწიეს შეთანხმებას: საწარმოს ყოფილ თანამშრომლებს საბანკო სესხები 6 თვით გადაუვადდებათ.
„აგარის შაქრის“ თანამშრომლები თბილისში ფეხით ჩამოვიდნენ.
აგარაში ქარხანამ წინა წლის ნოემბრის დასაწყისში მუშაობა შეწყვიტა, რამაც აგარის მოსახლეობას ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა. საწარმოში 500 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
დასაქმებულები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ. ძირითადი მოთხოვნაა ქარხნის ფუნქციონირების განახლება და დასაქმება. ბოლო 2 წელია, ქარხანა პერიოდულად ჩერდება.
Comments
Post a Comment