შსს-ს აკადემიამ საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე ღონისძიება გამართა


საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის კამპანიის ფარგლებში  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ღონისძიება გამართა. შეხვდრას პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას ისტორიკოსები, მეცნიერები, აკადემიის თანამშრომლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. გაიმართა დისკუსია თუ როგორ მივიდა ქვეყანა 1991 წლის 31 მარტამდე, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე რეფერენდუმი ჩაატარა.
ღონისძიება 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს მიეძღვნა.

Comments