ჟურნალისტი:
-მოგესალმები კრისტი,მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რას აპირებ ახლო მომავალში და როგორია განცდები?
კრისტი:
-ამ ეტაპზე განვითარების პროცესში ვარ . იმის მიუხედავად რომ ყველაფერი მაქვს, მაინც ვიბრძვი და ვიბრძვი წინსვლისაკენ და მჯერა რომ ყველაფერი გამომივა.მიზანს რაც შეეხება მე საკმაოდ დიდი მიზნები მაქვს ცხოვრებაში, შეიძლება ამბიციაც ვუწოდოთ ყოველივე ამას, მაგრამ ხალხს ვპირდები რომ მიზნების სისრულეში მოსაყვანად 5-7 თვე დამჭირდება. მე ჩემს სათქმელს ვიტყვი და გამოვჩნდები მაშინ, როდესაც არ ელოდებიან ჩემს გამოჩენას.
ჟურნალისტი:
-ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია რომ იწყებ აქტიურ ლაივ-მიმართვებს,კონკრეტულად რას გეგმავ და რა პრობლემებს შეეხები?
კრისტი:
-მიმართვები შეეხება ქალთა პრობლემებს, აქვე ავღნიშნავ რომ მე არც ფემინისტი ვარ და არც შეხება მაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. უბრალიდ ვარ ქალი , რომელიც ფიქრობს რომ თავისუფალია.მინდა,ჩვენს შორის ჩატეხილი ხიდი აღვადგინო. მინდა რომ ჩემი და ყველა სხვა ქალის აზრები გავაერთიანო და ერთად ვიბრძოლოთ ქალთა უფლებებისთვის.
ჟურნალისტი:
-რატომ გაგიჩნდა ეს იდეა?
კრისტი:
-ეს იდეა დედაჩემის გამო გამიჩნდა, მგონია რომ დედაჩემისმიერ განვლილი პრობლემების გათვალისწინებით ამას შევძლებ.მინდა რომ ისინი ბედნიერები იყვნენ და ამისთვის ვიბრძოლებ ისე
როგორც მუსლიმი ქალი იარაღით, სირიაში.
მათი უფლებების დასაცავად არამარტო საქართველოში მცხოვრები ქალების არამედ ემიგრანტი ქალების პრობლემებზე და მათ ტკივილზე ვისაუბრებ. მე თითქმის 2 წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ვიცი ყველაფერი მათ შესახახებ ისინი ჩუმად არიან მაგრამ მე ვიღებ ხმას! და ვიწყებ ბრძოლას ჩატეხილი ხიდისთვის და ვიწყებ ბრძოლას ჩემი და მათი უფლებებისთვის ისევე როგორც ქალი იარაღით შუა ომში!
როგორც მუსლიმი ქალი იარაღით, სირიაში.
მათი უფლებების დასაცავად არამარტო საქართველოში მცხოვრები ქალების არამედ ემიგრანტი ქალების პრობლემებზე და მათ ტკივილზე ვისაუბრებ. მე თითქმის 2 წელია გერმანიაში ვცხოვრობ და ვიცი ყველაფერი მათ შესახახებ ისინი ჩუმად არიან მაგრამ მე ვიღებ ხმას! და ვიწყებ ბრძოლას ჩატეხილი ხიდისთვის და ვიწყებ ბრძოლას ჩემი და მათი უფლებებისთვის ისევე როგორც ქალი იარაღით შუა ომში!
ჟურნალისტი:
-ამ იდეით რას მისცემ ქართველ ქალებს?
კრისტი:
-მათთვის შევქმნი ყველაფერს . ქალებისთვის,ჩვენთვის სიმბოლური ფერიც კი ავირჩიე წითელი და მუსიკაც შევქმენი. ელექტრონული ვერსია მაგრამ ვეცადე ამაში გამეერთიანებინა ყველა ტკივილი რაც მათ აწუხებთ. იმედი მაქვს გამომივა და როდესაც ბრძოლას დავასრულებთ, ომს ჩვენი უფლებებისთვის დავწერ ახალ სიმღერას მათთვის მხიარულს და რათქმაუნდა ფონად ჩვენს სიმბოლოს დავურთავ.
ჟურნალისტი:
-მუსიკა ახსენე, გეგმავ თუ არა რამე ვიდეორგოლის გადაღებას მუსიკისთვის?
კრისტი:
-ყველაფერს გავაკეტებ ამისთვის,მთელ ჩემს ბიუჯეტს ვდებ ამაში, ჩვენი უფლებების დასაცავად!
ჟურნალისტი:
-ბიუჯეტი ახსენე, არის ადამიანი ვინც გაფინანსებს?
კრისტი:
-კი რათქმაუნდა მყავს ქმარი და მყავს ოჯახი.ყველა ქალს უნდა ჰყავდეს გვერდით მამაკაცი, მამაკაცი ვისაც დაეყრდნობა და მხარს გაუმაგრებს. რათქმაუნდა თანაბარი უფლებებით და მოვალეიბებით!
ჟურნალისტი:
-სქესთან დაკავშირებით თუ ჰქონდა პრობლემა ქმარს და მის ოჯახს, ჩვეულებრივად მიიღეს ეს ფაქტი თუ მოგიწია ბრძოლა?
კრისტი:
-მე და დედა ბავშვობიდან ვაანალიზებდით იმას, რომ მე ვიყავი ქალი და ჩვენ ვიყავით საუკეთესო დაქალები.
ეს პრობლემური ეტაპები დიდი ხნის წინ გადავლახეთ როდესაც მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით გერმანიაში, გავიკეთე სქესის შეცვლის ოპერაცია. გარკვეული დროის შემდეგ კი პრობლემები ნელ-ნელა გაქრა.
Comments
Post a Comment