
ფოტო: shutterstock.com
სამხრეთ კორეის მუსიკოსთა დელეგაცია ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა. მიზეზი მუსიკალური ღონისძიებაა, რომელშიც სეულიდან ფხენიანში ჩასული 120 კაციანი პოპ მუსიკოსთა ჯგუფი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ NyTimes-ი წერს.
ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტისას პოპ მომღერლების გარდა ფესტივალის ფარგლებში სპორტული ღონისძიებებიც გაიმართება, რომელშიც ადგილობრივ ტაეკვონდოს სპორტსმენებთან ერთად სეულიდან გამგზავრებული ჯგუფი ჩაერთვება.
მანამდე Gangnam Style-ის ავტორის გამგზავრებაც იგეგმებოდა ფხენიანში, თუმცა სამხრეთ კორეელი შემსრულებელი ღონისძიებას აქამდე უცნობი მიზეზების გამო გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ 2 მეზობელი ქვეყნის ერთობლივი კულტურული ღონისძიება ფხენიანში 2005 წლის შემდეგ არ გამართულა.
Comments
Post a Comment