
ანტონიო გუტიერესი
ფოტო: Twitter
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა ღაზას სექტორში მომხდარ შეტაკებაზე მხარეებს გამჭირვალე გამოძიებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.
ღაზას სექტორისა და ისრაელის საზღვარზე შეტაკებებისას სულ მცირე 12 პალესტინელი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან კაცები 18-დან 30 წლამდე. ზოგიერთი მათგანი ისლამისტური ორგანიზაცია "ჰამასის" წევრები იყვნენ, რომლებიც ღაზას ხელისუფლებაში არიან და რომელსაც ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ღაზას მოსახლეობა ე.წ. „დაბრუნების მარშს“ აწყობდა, რომელიც პალესტინელების ისრაელის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე შეშვებას ისახავს მიზნად.
Comments
Post a Comment