ირაკლი კობახიძე
ფოტო: facebook
პარლამენტის თავმჯდომარე რუსი დიპლომატების გაძევებასთანდაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, დასავლეთის ქვეყნების მსგავსად საქართველომაც სტრატეგიულ პარტნიორს სოლიდარობა გამოუცხადა და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა.
"ლავროვის განცხადება არ მომისმენია, თუმცა ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ და ეს არის ჩვენთვის მთავარი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს პარტნიორებს და აქედან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით სარკისებურ ეფექტში რა იგულისხმება, ჩვენთვის მთავარია ვიმოქმედოთ სწორად, ვიმოქმედოთ პრინციპების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პრინციპები საგარეო პოლიტიკაში და ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება ეფუძნება ამ პრინციპებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
26-29 მარტს სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ 30-მდე ქვეყანამ განაცხადა, მათ შორის საქართველომ. სულ, სამშობლოში დაბრუნება რუსული დიპლომატიური მისიების 150-მდე თანამშრომელს მოუწევს.
აშშ-მა გააძევა 60 რუსი დიპლომატი, უკრაინამ-13, გერმანიამ, კანადამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა – ოთხი, ლიტვამ, მოლოდვამ და ჩეხეთმა – სამი, ავსტრალიამ, ალბანეთმა, დანიამ, ესპანეთმა, იტალიამ და ნიდერლანდენმა – ორი, ბელგიამ, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, მაკედონიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ფინეთმა, ხორვატიამ, მონტენეგრომ, შვედეთმა, ესტონეთმა და საქართველომ – ერთი.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციაში 10 თანამშრომელი მუშაობს. თბილისმა ამ სექციის ერთი თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთში, ასევე შვეიცარიის სალჩოში საქართველოს ინტერესების სექცია მოქმედებს, სადაც 8 თანამშრომელია. ჯერჯერობით უცნობია მოსკოვი თბილისის ამ გადაწყვეტილებას უპასუხებს თუ არა სარკისებურად და ამ 8 თანამშრომლიდან გამოაძევებს თუ არა ერთ წარმომადგენელს.

Comments
Post a Comment