NDI: გამოკითხულთა 72% ევროკავშირში საქართველოს შესვლას ემხრობა

ფოტო: shutterstock.com
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში საზოგადოებრივი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევაში მოხვდა საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება მთავრობის გაცხადებულ მიზანზე ქვეყანა შეიყვანოს ევროკავშირში.
გამოკითხულთა 72%-ისთვის საქართველოს ევროკავშირში შესვლა მისაღები, 21%-ისთვის მიუღებელია. 7%-მა კი შეკითხვას არ უპასუხა.
რაც შეეხება ნატოს, გამოკითხულთა 64% მხარს უჭერს საქართველოს ნატოს წევრობას, 26% მხარს არ უჭერს, 9%-მა არ იცის კითხვაზე პასუხი.
კვლევის მონაწილეებს ასევე ჰკითხეს, რომელი ქვეყანა უფრო ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით - აშშ თუ რუსეთი. გამოკითხულთა 36% ამბობს, რომ სამხედრო უპირატესობას აშშ ფლობს, 41% ფიქრობს რომ უპირატესობა რუსეთს აქვს, 15%-ს მიაჩნია, რომ ამ ორი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები თანაბარია, 8%-ს კი შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევები ჩატარდა 29 ნოემბერი -19 დეკემბრის ჩათვლით. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.
Comments
Post a Comment