Freedom House: საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

Freedom House: საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. შედეგების მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს.
საქართველოს 100 ქულიდან 64 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით ის ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე პოზიციაზეა.
ანგარიშში წერია, რომ საქართველომ, ავღანეთმა და მაკედონიამ 2018 წელს შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადონ, აქედან გამომდინარე კი "განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ".
"მმართველი კოალიციის მიერ განხორციელებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა მომავალ არჩევნებში ისედაც დასუსტებულ ოპოზიციას გამარჯვების შანსები შეუმცირა და გაამყარა ქართული ოცნების მმართველობა კიდევ წლების განმავლობაში, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მფარველობს", - წერია ანგარიშში.
ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების საკითხში საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებული. ანგარიშში ასევე მოხსენიებულია თბილისიდან აფგან მუხტარლის გატაცების საკითხიც, რაშიც საქართველოს მონაწილეობაც იკვეთება.

Comments