სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

16 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“,  სომხეთის მოქალაქის კუთვნილ მანქანაში 8400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს, რომელიც მას საქართველოში შემოჰქონდა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ავტომობილის დათვალიერებისას ამოიღეს ასევე 100 ცალი შამფური.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

Comments