ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბი
ხარაგაულში, ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. მუშები უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც რკინიგზელთა პროფკავშირის წარმომადგენელმა პაატა ნინუამ განაცხადა,  დამსაქმებლის მხრიდან შრომის უსაფრთხოების პირობები არ არის დაცული და მუშაობა მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.
,,100-მდე ადამიანი მუშაობს ბეჟათუბნის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე. აქედან 60 ქართველია, დანარჩენი მუშახელი ჩინეთიდან არის. ქართველები სრულად არიან გაფიცული. ისინი ზედმეტს არაფერს ითხოვენ. დამსაქმებელი ვალდებული იყო მოეწესრიგებინა დასაქმებულთა შრომითი პირობები. დასაქმებულები თვლიან, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ამიტომ, დღეს დილიდან გაიფიცნენ," - ამბობს პაატა ნინუა. 
,,რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ მხრიდან, 2017 წლის ოქტომბერში ინსპექტირებისა და მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის არაერთი ფაქტი. 
სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ახორციელებს.

Comments