ავსტრალიაში ტერიერმა სახელად რასტიმ ავტოსტოპით 1 500 კილომეტრი გაიარა

ფოტო: twitter
ავსტრალიაში, ტერიერმა სახელად რასტიმ (Rusty) დაახლოებით 1 500 კილომეტრი იმგზავრა სატვირთო მანქანით ერთი შტატიდან მეორეში, მას შემდეგ რაც მისი პატრონები შვებულებაში წავიდნენ. ამის შესახებ გაზეთი Courier-Mail-ი წერს.
Rusty პატრონებმა შვებულების დროს ნათესავებთან დატოვეს. ძაღლი მათი სახლიდან გაიქცა და ავტოტრასაზე სატვრითო მანქანაში დაიმალა. როგორ მოახერხა ტერიერმა მანქანაში ასვლა, უცნობია. სატვირთოს მძღოლმა ძაღლი ათასი კოლომეტრის გავლის შემდეგ იპოვა და სახლში წაიყვანა. მისმა მეუღლემ კი მის საბელზე აღნიშნული ნომრის მიხედვით ძაღლის პატრონებს მისი ადგილსამყოფელი შეატყობინა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რასტი პატრონების არყოფნის დროს სახლიდან იპარება.
Comments
Post a Comment