
კადრი: "8 წუთი"
ავსტრალიაში, ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულმა ფილმმა „8 წუთი“ სამეცნიერო-ფანტასტიკურ ჟანრში საუკეთესო ფილმის ტიტული მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას 1tvავრცელებს.
სიდნეის ფილმების ფესტივალზე (Sydnay Indie Film Festival) ქართული ფილმი 7 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მათ შორის, საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო მუსიკისთვის.
"8 წუთი" "კოტბუსის" კინოფესტივალის შერჩევისას ნომინატთა სიაშიც მოხვდა. კოტბუსის კინოფესტივალი A კლასის ფესტივალების კატეგორიაშია და ბერლინალესა და მიუნხენის შემდეგ, მნიშვნელობით მესამეა გერმანიაში.
აგვისტოში "8 წუთი" რუმინეთის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულიც გახდა, მთავარ ნომინაციაში – საუკეთესო ფილმი. გარდა ამისა, მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი ფესტივალების შერჩევაში, როგორებიცაა: Hastings Film Fringe (დიდი ბრიტანეთი), GoDebut European Film Festival (ლიტვა), Oaxaca FilmFest (მექსიკა), The 15th Asiana International Short Film Festival (კორეა).
პირველი ქართული აპოკალიფსური ფილმი "8 წუთი" Sibler Films-ის სადებიუტო პროექტია. მისი რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი არიან, სცენარისტები – ზაზა კოშკაძე და მარი ბექაური, ხოლო პროდიუსერები – გეგა ხმალაძე და მაგდა დათუაშვილი.
Comments
Post a Comment