აშშ ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებასთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდა


რექს ტილერსონი
ვაშინგტონმა ფხენიანთან პირდაპირი კონტაქტი დაამყარა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა. "თვალი ადევნეთ ახალ ამბებს. ჩვენ გვაქვს პირდაპირი კავშირები. სიბნელეში არ ვზივართ", - თქვა ტილერსონმა ჩინეთში ვიზიტის დროს. 
აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის სიტუაცია უფრო მწვავდება. 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ესროლოს ამერიკულ თვითმფრინავებს. 
23 სექტემბერს, პენტაგონის განცხადებით, ამერიკულმა ბომბდამშენებმა (B-1B) ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროს მახლობლად ჩაიფრინეს. ბომბდამშენები ყველაზე შორეულ დემილიტარიზებულ ზონაში გამოჩნდნენ. 
22 სექტემბერს, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ერთმანეთს უშუალოდ მიმართეს და "გიჟები" უწოდეს. კიმ ჩენ ინის მიზეზი, ტრამპის მიერ გაეროს განერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა იყო ის, რაც ჩრდილოკორეელმა ლიდერმა ომის გამოცხადებად აღიქვა. 

Comments