კანადაში, დამნაშავის დევნის დროს, პოლიციის ძაღლმა გაისროლა


კანადაში, დამნაშავის დევნის დროს, პოლიციის ძაღლმა შემთხვევით გაისროლა. ინციდენტი ქალაქ კალგარის მახლობლად მოხდა. ინფორმაციას CBC News ავრცელებს.
ადგილობრივ მაღაზიაზე ორი უცნობის თავდასხმის გამო, პოლიცია გამოიძახეს. ეჭვმიტანილების კვალს კინოლოგების გაწვრთნილი ძაღლი დაადგა. როცა ის ბუჩქებში შეძვრა, იქიდან გასროლის ხმა გაისმა.
აღმოჩნდა, რომ მან იქ ახლადამოყრილ ტოტებს შორის იარაღი ნახა, რომლის ამოღებასაც შეეცადა. სწორედ ამ დროს მოხდა გასროლა.
პოლიციაში იუწყებიან, რომ ამ შემთხვევით არავინ დაზიანებულა - არც სამართალდამცველები და არც ძაღლი.

Comments