პუშკინის ქუჩაზე რვა ადამიანი დააკავეს

პუშკინის ქუჩაზე რვა ადამიანი დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში პუშკინის ქუჩაზე რვა ადამიანის დაკავებით დასრულდა. ერთერთ მასაჟის სალონთან სამართალდამცველები 2 საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებული. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
შსს ინფორმაციით, დაკავებულ პირებს ბრალად პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა ედებათ. პოლიციის ეკიპაჟებმა სამმართველოში სულ რვა ადამიანი გადაიყვანეს. 
სპეცოპერაცია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ჩაატარა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით არის დაწყებული რაც პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.

Comments