ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 40 წლამდე ასაკის კაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მამაკაცს გადმოვარდნის შედეგად ფეხი დაუზიანდა.  ინფორმაციას Ipn ავრცელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

Comments