ბარსელონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო



ბარსელონაში დღეს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ამის შესახებ BBC იუწყება. ისლამური სახელმწიფოს განცხადება ტერაქტში მისი ჯარისკაცების მონაწილეობის შესახებ მათსავე საინფორმაციო სააგენტო Amaq-ზე ვრცელდება. 
ბარსელონის თავდასხმაში მონაწილეები ისლამური სახელმწიფოს ჯარისკაცები არიან, რომლებიც ოპერაციას აშშ-ის კოალიციის საპასუხოდ ატარებენ", - აცხადებენ ტერორისტები სააგენტო Amaq-ის საშუალებით.
17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, რამბლის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანეთის პოლიცია მომხდარს ტერაქტად აფასებს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია, სულ ცოტა, 13, დაშავდა - 80-ზე მეტი.  

Comments