ისრაელის კონტრდაზვერვამ ისლამური სახელმწიფოს რიგებში ებრაელები აღმოაჩინა
“ისლამური სახელმწიფოს რიგებში სულ მცირე ორი ეთნიკური ებრაელი იბრძვის, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან. ამის შესახებ The Times of Israel კონტრდაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც სპეცსამსახურის თანამშრომლებმა გაარკვიეს, ისინი 32 წლის ალექსი და 28 წლის ქალი, სახელად აშლოდა არიან. ორივე საბჭოთა კავშირში დაიბადა, თუმცა ბავშვობაშივე ჩავიდან ისრაელში, სადაც გაიზარდრნენ. მოგვიანებით ორივემ ისლამი მიიღო და სირიაში წავიდნენ.
ალქსის და აცხადებს, რომ მისი ოჯახი ამ ინფორმაციით აღშფოთებულია.
მათ გარდა, დადგენილია კიდევ ისრაელის 19 მოქალაქის ვინაობა, რომლებიც ეთნიკური არაბები არიან. მათგან ერთ-ერთი ცოტა ხნის წინ დაიღუპა. ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის, არე დერის განცხადებით, მათ მოქალაქეობა უახლოეს მომავალში ჩამოერთმევათ.
Comments
Post a Comment