ბრაზილიაში ნავის ჩაძირვას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ნავის ჩაძირვას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაშია სამგზავრო ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC-ი წერს. 
უბედური შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პარას შტატში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბორტზე 70-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 
მაშველებმა 25 მგზავრის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენები კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. 
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. პოლციამ მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო.

Comments