ბანგლადეშში პრემიერის მკვლელობის მცდელობისთვის 10 პირს სიკვდილი მიუსაჯეს
დაკა
ბანგლადეში
ბანგლადეში
ბანგლადეშის სპეციალურმა ტრიბუნალმა 10 პირს 2000 წელს ქვეყნის პრემიერმინისტრ შეიხ ჰასინა ვაზედზე თავდასხმის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. მედიის ცნობით,ამავე დანაშაულისთვის კიდევ 9 ბრალდებულმა სხვადასხვა ვადის სასჯელი მიიღო.
2000 წელს ბოროტმოქმედთა ჯგუფმა 75კილოგრამიანი ბომბი დაამონტაჟა, რომ ერთ-ერთ მიტინგზე ბანგლადეშის პრემიერმინისტრის სიტყვით გამოსვლისას ის აეფეთქებინათ. მოწყობილობა პოლიციამ მის ამოქმედებამდე აღმოაჩინა.
შეიხ ჰასინა ვაზედი ბანგლადეშის პრემიერის პოსტს 1996-2001 წლებში იკავებდა. ის ამ პოსტზე 2009 წელს კვლავ აირჩიეს და ამჟამადაც ქვეყნის პემიერმინისტრია.
Comments
Post a Comment