საქართველოში გაზზე მომუშავე 1 000 მანქანამდე შემოწმდა
საქართველოში ამ დროისთვის გაზზე მომუშავე 1 000 მანქანამდეა შემოწმებული. არაოფიციალური მონაცემებით კი ქვეყანაში 400-500 ათასი ავტომობილია ბუნებრივ აირზე გადაყვანილი. მონაცემებს Bpn იმ კომპანიებზე დაყრდნობით აქვეყნებს, რომელთაც აირბალონიანი ავტომობილების ინსპექტირების უფლება აქვთ. ასეთი კი ორია - შპს „აირბალონი“ და შპს „ფაბერი“.
აირბალონიანი ავტომობილების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე დადგენილება მთავრობამ 2014 წელს მიიღო. თუმცა, მისი ამოქმედების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო რედაქციით, ინსპექტირების ვადა ავტომობილების წლოვანების მიხედვით არის განსაზღვრული. კერძოდ, 20 და მეტი წლის ავტოტრანსპორტს ტექდათვალიერება მიმდინარე წლის 1 ივლისამდე უნდა გაევლო; 17 - 19 წლის ავტომობილებმა 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა გაიარონ; 14 - 16 წლის მანქანების ინსპექტირების ბოლო ვადაა - 2018 წლის 1 ივლისი; 11 - 13 წლის ავტომანქანებზე - 2019 წლის 1 იანვარი; ხოლო 1 - 10 წლის ავტომობილებმა ინსპექტირება 2019 წლის 1 ივლისამდე უნდა გაიარონ.
როგორც აირბალონიანი ავტომობილების ინსპექტირების კომპანიებში აცხადებენ, იმისათვის, რომ ავტომობილმა ტექდათვალიერება გაიაროს, რამდენიმე სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორის, ბალონის დამტენი უნდა იყოს საბარგულის გარეთ, ამასთან, ბალონის მილები (შლანგი) უნდა იყოს სპეციალურ მილში ჩასმული, რათა გაჟონვის შემთხვევაში გაზი ავტომანქანაში არ დაგროვდეს, სალტეები, რითაც ბალონია დამაგრებული, ასევე გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს - მისი სიგანე არანაკლებ მილიმეტრ ნახევარი, ხოლო სიგანე - 4 სმ უნდა იყოს.
თუმცა, კომპანიების ცნობით, ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ფაქტობრივად, ყველა ბალონი ჯერ კიდევ ძველი, რუსული სტანდარტით მონტაჟდება და გადაკეთებას საჭიროებს.
თუმცა, კომპანიების ცნობით, ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. ფაქტობრივად, ყველა ბალონი ჯერ კიდევ ძველი, რუსული სტანდარტით მონტაჟდება და გადაკეთებას საჭიროებს.
Comments
Post a Comment