დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაზეთ Washington Post-ს და ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ს აკრიტიკებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „WashingtonPost ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს. მას ხშირად Amazon-ის მეურვესაც ეძახიან, რომელიც ინტერნეტ-გადასახადებს არ იხდის,“- დაწერა ტრამპმა.
2013 წელს გაზეთი Washington Post Amazon-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა იყიდა. გაზეთი პერიოდულად საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, პრეზიდენტ ტრამპის მაკომპრომეტირებელ ინფორმაციებს აქვეყნებს.
Amazon - აშშ-ის უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზიაა. მისი და გაზეთ Washington Post-ის მეპატრონის ჯეფ ბეზოსის ქონება 85 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ბეზოსი ამტკიცებს, რომ გაზეთის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა.
ინტერნეტ-მაღაზიის მიმართ პრეტენზიებს ხშირად გამოთქვამენ. კერძოდ, Amazon-ს გადასახადების გადაუხდელობას ედავებიან.
Comments
Post a Comment