ჩინეთმა საკუთარი წარმოების პირველი ავიამზიდი 055 წყალში გაუშვა. სამხედრო ხომალდი 10 ათას ტონას იწონის და ის შანხაიშია აწყობილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხომალდი აღჭურვილია ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემით, ასევე ანტი-სარაკეტო და ანტი-წყალქვეშა სარაკეტო სისტემებით. ჩინური მხარის ცნობით, ხომალდს ჯამში 120 სხვადასხვა ტიპის რაკეტის გაშვება შეუძლია.
ეკონომიკის ზრდასთან ერთად, ჩინეთი სამხედრო აღჭურვილობას აახლებს. ამასთან ჩინეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათი თავდაცვის ბიუჯეტი აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტზე ბევრად ნაკლებია.
2017 წელს, ჩინეთს ქვეყნის ეკონომიკის 1.3% აქვს მიმართული თავდაცვის ხარჯებისკენ, აშშ-ს კი 3%. ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის ხარჯების 10%-მდე გაზრდას აპირებს.
Comments
Post a Comment