27-მა ბრიტანულმა სახლმა სახანძრო უსაფრთხოების ტესტი ვერ გაიარა

24 ივნისი 2017, 15:09/ სანდო წყარო


Grenfell Tower
ლონდონის 27-მა შენობამ ხანძრის საწინააღმდეგო უსაფრთხოების ტესტი ვერ გაიარა. ამის შესახებ ჟურნალისტებს, საცხოვრებელი სახლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განუცხადა
დღეს, სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დროებით გაასახლეს. შენობების შემოწმება მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ივნისს კენსინგტონში 24-სართულიანი Grenfell Tower-ი დაიწვა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა და დაკარგულად მიიჩნევა 79 ადამიანი.
პოლიციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი ერთ-ერთ ბინაში მაცივრის აალებამ გამოწვია. სამართალდამცავ უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ სახლის გარეგანი მოპირკეთება, რომელსაც ბევრი ხანძრის მიზეზად მიიჩნევს, არ შეესაბამებოდა სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს.

Comments