Burger King-ის რეკლამამ ბელგიის სამეფო ოჯახი აღაშფოთა


ბელგიის სამეფო ოჯახი სრაფი კვების რესტორნების ქსელ Burger King-ს სარეკლამო კამპანიისთვის აკრიტიკებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Burger King-მა სოციალურ ქსელში სარეკლამო კამპანია წამოიწყო სახელწოდებით whoistheking.be (ვინ არის მეფე). მომხმარებელმა უნდა აირჩიოს ან "ბურგერების მეფე" ან ბელგიის მეფე. ბელგიის მეფის არჩევის შემთხვევაში, სისტემა მომხმარებელს ეკითხება დარწმუნებულია თუ არა საკუთარ არჩევანში: "ბელგიის მეფე ფრის ხომ ვერ გაგიკეთებთ?"
სამეფო ოჯახის პრესსპიკერის განცხადებით, სამეფო ოჯახი "ამ მიდგომას გმობს".
სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ბელგიაში ივნისში ხსნის ახალ ობიექტებს

Comments