ლონდონის მეტრო მგზავრებმა აფეთქებას გადაარჩინეს

20 წლის სტუდენტი დეიმონ სმიტი ლონდონის მეტროში ბომბის დატოვებისთვის დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ახალგაზრდამ ასაფეთქებელი მოწყობილობა სახლში თავად დაამზადა და მოგვიანებით, ზურგჩანთით მეტროს მატარებელში დატოვა. საეჭვო ჩანთა მგზავრებმა შეამჩნიეს, ეს ინფორმაცია მძღოლს შეატყობინეს და მოგვიანებით გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გააუვნებელყვეს.
დეიმონ სმიტმა ბომბის დამზადება აღიარა, თუმცა, განაცხადა, რომ მხოლოდ კვამლის გაშვებისა და ხალხის დაშინების სურვილი ჰქონდა.
ლონდონის პოლიციაში კი აცხადებენ, რომ მოწყობილობას დიდი ზიანის მიყენება შეეძლო.

Comments