“სამეფო კარის თამაშებმა“ ისლანდიური კრონა მსოფლიოს საუკეთესო ვალუტად აქცია

ისლანდიური კრონა, ბოლო მონაცემებით, დოლარისა და ევროს მიმართებაში მსოფლიო ვალუტებს შორის, ყველაზე მეტად გამყარდა. ამის შესახებ სააგენტნო Bloomberg-ი წერს.
2016 წლის მაისიდან მოყოლებული კრონა ამერიკულ ვალუტაზე 15%-ით, ხოლო ევროპულზე 21%-ით გაძვირდა.
მიღწევების შედეგები ტურისტული ბუმის დამსახურებაა, რომელიც ბოლო წლებია ისლანდიაში შეიმჩნევა. 2016 წელს კუნძულს 1,6 მილიონი ადამიანი ესტუმრა, რაც თითქმის ხუთჯერ აღემატება მკვიდრი მოსახლეობის რაოდენობას.
ექსპერტების თქმით, ჩრდილოეთის ციალის გარდა, ტურისტებს გადასაღები მოედნები აინტერესებთ, ყველაზე მეტად კი პოპულარულია HBO-ს სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ მოედანი, სადაც ძირითადად „კედლის იქით“ სერიებს იღებენ.
მიუხედავად წარმატებისა, ტურისტების „შემოსევას“ უარყოფითი მხარეებიც აქვს. Financial Times-ს ანალიზის მიხედვით, ისლანდიის ჯანდაცვა და ქუჩის ინფრასტრუქტურის სამსახური ვერ უმკლავდება ადამიანების სიმრავლეს.

Comments