ტრამპი ეკლესიას პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირების უფლებას აძლევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა იმ ბრძანების შემსუბუქებას, რომელიც ეკლესიას პოლიტიკურ აგიტაციას უკრძალავდა. ინფორმაციას ავრცელებს The Independent-ი.
დოკუმენტის თანახმად, რელიგიურ ჯგუფებს არჩევნებზე კანდიდატისთვის მხარდაჭერის ღიად გამოხატვის უფლება ეძლევათ, რაც აშშ-ის 36-ე პრეზიდენტის, ლინდონ ჯონსონის ბრძანების შემდეგ შეუძლებელი იყო.
„ჩვენ აღარ დავუშვებთ იმას, რომ ეკლესიური ხალხი დაჩაგრონ ან დუმილი აიძულონ. ეკლესიას დავუბრუნებთ მის ხმას“, - აცხადებს ტრამპი, თუმცა ბრძანების ამოქმედებისთვის, კონგრესის თანხმობაც საჭიროა.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის მიხედვით, ეკლესიას უფლება ეძლევა, აღარ დაურიგოს თავის თანამშრომლებს კონტრაცეფციის საშუალებები, რასაც მანამდე სამედიცინო დაზღვევა Obamacare ავალდებულებდა.
ბარაკ ობამას ჯანდაცვის პროგრამა Obamacare-ი რამდენიმე საათის წინ კონგრესმა გააუქმა და ის რესპუბლიკური პარტიის მიერ მომზადებული კანპროექტით შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ბრძანება არ მოიაზრებს ჰომოსექსუალების მიღებასა და მათ მოთხოვნებზე უარის თქმის უფლებას - „რწმენის ფაქტორით“, რისი შიშიც უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და ლგბტ თემის ჯგუფებს ჰქონდათ.

Comments