ტერეზა მეი აცხადებს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ ბრიტანეთის დაშინებას, რათა გავლენა მოახდინონ საყოველთაო არჩევნებზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

30 აპრილს, გერმანულმა გაზეთმა Frankfurter Allgemeine Zeitung-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ტერეზა მეისთან შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი გერმანიის კანცლერს დაუკავშირდა და უთხრა, რომ მეისთან საუბრის შემდეგ ის ათჯერ უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი, ვიდრე მანამდე; რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი "დაბნეულია" და "სხვა გალაქტიკაზეა".
ტერეზა მეიმ გერმანული გაზეთის ინფორმაციას იუნკერთან რთული სადილის შესახებ "ბრიუსელის ჭორები" უწოდა და უთანხმოება უარყო.
მეიმ 8 ივნისს ქვეყნაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, იმ მოტივით, რომ Brexit-ის პროცესში ბრიტანეთს მაღალი ლეგიტიმაციის მთავრობა ჰყავდეს. ამ მიზეზით დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დღეს დაითხოვეს. პროცედურა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. სწორედ ამის შესახებ მოახსენა მან დღეს დედოფალს შეხვედრისას.
ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს Brexit-ის დაწყების გამო გადასახდელი თანხა 100 მილიარდი ევრო დააკისრა, რის გადახდაზეც პრემიერი უარს აცხადებს.
Comments
Post a Comment