წარწერა ანანურის ღვთისმშობლის
ტაძრის სამხრეთ ფასადზე
ტაძრის სამხრეთ ფასადზე
საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს გულისხმობს, რამდენიმე კანონს ორგანული კანონის სტატუსი ენიჭება. ამის შესახებ სააგენტო ipn წერს.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედებისთანავე, ორგანული კანონის სტატუსი შემდეგ კანონებს მიენიჭება: - ”სახელმწიფო ენის შესახებ”, ”სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ”, ”პროკურატურის შესახებ”, ”სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ”, ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”, ”ნორმატიული აქტების შესახებ”, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ”, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ”, ”საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ”, ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ”, ”საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების შესახებ”, ”საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ”.
ორგანული კანონი იერარქიულად ჩვეულებრივ კანონზე მაღლა მდგომი კანონია და მას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში 1 მაისს დარეგისტრირდა. პროექტს 108 დეპუტატი აწერს ხელს. მათი ხელმოწერების გადასამოწმებლად პროექტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცა.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს - სამუშაო ვერსიის მუხლებს და ალტერნატიულ წინადადებებს - მხარი 22 აპრილს დაუჭირა (43 მომხრე, 8 წინააღმდეგი).
Comments
Post a Comment