ქუთაისთან ახლოს 25 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისთან ახლოს "მუხრანის ტყეში", ჩამომხრჩვალი კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მიკროავტობუსის მძღოლებმა ტყეში დაინახეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს.
 შსს-ში ვერ უკონკრეტებენ ინფორმაციის წყაროს, თუმცა ფაქტს ადასტურებენ. სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, გარდაცვლილი 25 წლის  კაცია.
გარდაცვალების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

Comments