ავსტრიული კომპანია Art Series Hotels თავის კლიენტებს, დასვენების პერიოდში, შენობაში შიშველი ფოტოების გადაღებას სთავაზობს. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე წერენ.
ფოტოსესიების შემდეგ, სასტუმრო მხატვარს ფოტოების გაუგზავნის, რის საფუძველზეც ის ხელოვნების ნიმუშს შექმნის. Art Series Hotels-ი აცხადებს, რომ ნახატის დასრულების შემდეგ, ყველა ფოტო წაიშლება.
მომსახურება „No robe“-ის პაკეტის ღირებულება 229 დოლარია. ამ ფასად კლიენტს შეეძლება სასტუმროში ერთი ღამე ტანსაცმლის გარეშე გაატაროს.
გარდა ამისა Art Series Hotels-ის ქსელის სასტუმროებში გადაღებული ფოტოების დადება Instagram-ზეც შესაძლებელია, ჰეშთეგით #norobe.
Comments
Post a Comment