დღეს ეროვნული მუზეუმის კონოდარბაზში ლათინოამერიკული ფილმების კინოფესტივალი გაიმართება. კინოფესტივალზე 29 და 30 აპრილს წარმოადგენენ არგენტინის, ბრაზილიის, პერუს, კუბის, ეკვადორის, ჰონდურასის, იამაიკის, ჩილეს, მექსიკისა და გვატემალის ფილმებს. ჩვენებას დაესწრებიან საქართველოში ესპანური ენის შემსწავლელი ცენტრების, უნივერსიტეტის და კინოფაკულტეტის სტუდენტები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები და კინოკრიტიკოსები. დასწრება თავისუფალია.
კინოფესტივალი საქართველოსა და არგენტინის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება. საიუბილეო დღეების ფარგლებში 24 აპრილს საქართველოს ეწვია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გუსტავო სლაუვინენის ხელმძღვანელობით.
Comments
Post a Comment